დახურვა
სტილი
21.06.2023

ზაფხულის მზებუდობა 21 ივნისს, თბილისის დროით, 18:58 სთ-ზე დადგება. ესაა პერიოდი, როცა დღე იქნება ყველაზე გრძელი, ხოლო ღამე მოკლე.

ეს კალენდარში ერთი ჩვეულებრივი დღე არ არის, ამ დროს მთელი ბუნების ენერგია იღვიძებს, რომელსაც ადამიანის ენერგეტიკის განახლება შეუძლია.

ზაფხულის მზებუდობასთან დაკავშირებულ ტენდენციებზე „პრაიმტაიმს" ასტროლოგი ქეთი ოდიშელი ესაუბრა.

,,ყურადღება გაამახვილეთ განსაკუთრებით ამ დღეს, ზაფხულის მზებუდობას, როდესაც მზე გადაინაცვლებს კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში, ის რასაც ფიქრობთ, ის რასაც გამოძერწავთ თქვენს გონებაში აუცილებლად მატერიალიზდება! ეს არის ჯადოსნური დღე, ეს არის საოცრებების დღე!

ღამით, ძალიან კარგია ბანაობა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც იმყოფება ზღვასთან, მდინარესთან ახლოს, ეცადეთ, შეხვიდეთ წყალში, დანარჩენებმა კი მიიღეთ შხაპი, ეს წყალი გვავსებს ენერგიით, მოგვცემს ჯანმრთელობას! გააღეთ ფანჯრები, შეხვდით მზეს, შემოუშვით მზის ენერგიები სახლში, სამუშაო სივრცეში...

მიეფიცხეთ მზეს, მოესიყვარულეთ, დადგით (სასურველია გამჭვირვალე) წყლით ჭიქა ფანჯრის რაფაზე, დაიმუხტოს მზის ენერგიით დილიდანვე. ასევე დამუხტეთ სარკეები, მინერალური ქვები, სიმბოლოები, საფულე, გასაღებები.

p.s. დამუხტვასთან ერთად, ხდება ძლიერი წმენდა ამ დღეს მზის ენერგიით, შესაბამისად სარკეების, გასაწმენდად ერთ-ერთი საუკეთესო დღეა.

სასურველია, ატაროთ ამ დღეს ყვითელი, ნარინჯისფერი, ოქროსფერი სამოსი, ან აქსესუარები მაინც. გადით ბუნებაში, კარგია ფეხშიშველა სიარული მიწაზე. გაუმასპინძლდით ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ტკბილეულით, დააპურეთ ცხოველები და ფრინველებისთვისაც არ დაგავიწყდეთ საკენკის დაყრა.

ნუ იკამათებთ, თავი შეიკავეთ გარჩევებისგან. მაქსიმალურად გამოიყენეთ ცეცხლისა და წყლის ელემენტი, დაანთეთ სანთლები (ყვითელი, ნარინჯისფერი, ოქროსფერი), ჩაიფიქრეთ სურვილები! ამ დღეს კრეფენ მცენარეებს, მათგან ამზადებენ გვირგვინებს, წნულებს, რომლითაც სახლებს ამშვენებენ, თუმცა ამ მცენარეულ სილამაზეებს ჯადოსნური თვისებები აქვს.

ძალიან ეფექტურია - ამ დღეს სხვადასხვა რიტუალების შესრულება მოიფიქრეთ თავად, რადგან ამ დღეს ჩვენ ყველა ცოტათი ჯადოქრები ვართ.

ახლა შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ რიტუალს, სურვილის ასრულებისთვის:

დილით, მიდით ფანჯარასთან, შეხედეთ მზეს და უთხარით შემდეგი სიტყვები: „მზეო მშვენიერო, მზეო დიდებულო! დამეხმარე ჩემს საქმეში, ჩემი ოცნების ასრულებაში და ის შენი კაშკაშა სინათლით გაანათე, ბრწყინვალე სხივებით გაათბე", - ამბობს ასტროლოგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×