დახურვა
სტილი
21.06.2023

ზაფხულის ბუნიაობასთან დაკავშირებით, ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი პოსტს აქვეყნებს:

„ჩემო მეგობრებო დღეს, 21 ივნისს ზაფხულის მზებუდობაა! აივსეთ ნათელი ენერგიებით და პოზიტიური სურვილებით... სურვილები ჩამოწერეთ და თან წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი რომ მოხდა უკვე, განიცადეთ სიხარულით აივსეთ... ჩამოწერეთ, რაც გინდა რომ მოხდეს ამ 1 წლის განმავლობაში, ანუ შემდეგი წლის 1 ივნისამდე თქვენს ცხოვრებაში.

ნუ შეიზღუდავთ თავს სურვილებში, ისურვეთ მაქსიმალური სიკეთეები იმ სფეროებში სადაც თქვენ ხართ, რაც კი რეალურად საკუთარ ცხოვრებაში შესაძლებელია მოხდეს...

ამ სასიკეთო ცვლილებებს ყველანი ვიგრძნობთ მეტ-ნაკლებად სხვადასხვა ცვლილებების სახით... მაშინაც კი, თუ დაგეზარათ და არაფერი ჩაიფიქრეთ...

აუცილებლად მოიშორეთ ძველმანი ნივთები, რადგან ახლის შემოსვლას ხელს უშლის, აფერხებს,

ასევე იმ ადამიანებს ჩამოშორდით ვინც ტოქსიკურები არიან და ხათრით ვერ ცილდებით...

სანამ ასეთ ადამიანებთან იქნებით, მანამდე ახალი ადამიანებს არ ექნებათ თქვენს ცხოვრებაში შემოსვლის ადგილი და საშუალება...

ამიტომ დაემშვიდობეთ სამუდამოდ იმ ადამიანებს, რომლებთანაც ჯანსაღ ურთიერთობას ვერ მიაღწიეთ!.. გაუშვით ყოველგვარი გულის წყვეტის გარეშე.

გახსოვდეთ! თქვენს სურვილებში არავის ცხოვრება არ უნდა ზიანდებოდეს!...

სურვილი მხოლოდ და მხოლოდ პირადად თქვენ უნდა გეხებოდეთ და სხვას არავის!... მხოლოდ თქვენ და თქვენს განვითარებას ამ ცხოვრებაში!...

დაამთავრეთ და დაუსვით წერტილი არაფრის მომცემ საქმეებს, პროექტებსა და იდეებს!

მოიშორეთ შურიანი, ეგოცენტრული და აგრესიით სავსე ადამიანები!...

თქვენ მათთვის აღარ გცალიათ, რადგან სრულიად ახალ ცხოვრებას იწყებთ!!!

სიკეთეს გისურვებთ. სიყვარულს გისურვებთ. სულიერ სიმშვიდესა და სიმტკიცეს გისურვებთ",- წერს მიხეილ ცაგარელი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×