დახურვა
სტილი
11.08.2023

ზაფხულის ბოლო თვე, სტატისტიკურად, აქტიური პოლიტიკური მოვლენებით არ გამოირჩევა და, ძირითადად, დასვენებასთან, ძალების მოკრება -მობილიზებასთან და განტვირთვასთან ასოცირდება.

თუმცა, როგორც ასტროლოგი, ბატონი მიხეილ ცაგარელი ამბობს, ეს აგვისტო არც ისეთი მშვიდი და სტაბილური იქნება, როგორიც ჩვეულებრივ არის ხოლმე. მოსალოდნელია მოვლენების უეცარი განვითარება. მოიმატებს ემოციური ფონი, რასაც შესაძლოა, ადამიანების დაუფიქრებელი და ნაჩქარევი მოქმედებები მოჰყვეს და შესაბამისად, საზოგადოებაში ამან ერთგვარი პროტესტი გამოიწვიოს.

 აგვისტოს დასაწყისში შესუსტდება სიცოცხლისუნარიანობა, მნიშვნელოვნად დაქვეითდება ენერგიულობა, გაიზრდება ემოციურობა, რამაც შესაძლოა, ადამიანები აიძულოს, იმოქმედონ დაუფიქრებლად, ნაჩქარევად და ეგოისტურად, არ მიაქციონ ყურადღება ძველ შეთანხმებებს, უგულებელყონ დაპირებები, დაარღვიონ წესები და კანონები. ამის საფუძველზე შეიძლება, წარმოიშვას კონფლიქტები როგორც ცალკეულ ადამიანებსა და ორგანიზაციებში, ისე მთლიანად საზოგადოებაში. კონფლიქტებია მოსალოდნელი საერთაშორისო არენაზე სახელმწიფოებს შორის. 4-9 აგვისტოს დროის მონაკვეთში, მოსალოდნელია სამხედრო კონფლიქტებისა და პოლიტიკურ ასპარეზზე დაპირისპირებების გამწვავება

ამ ყველაფერმა შეიძლება, შეარყიოს ბიზნესისა და ინვესტიციების სფერო როგორც მსოფლიოში, ისე სახელმწიფოს შიგნით. არაა გამორიცხული, ამჟამინდელი ეკონომიკური განვითარება სერიოზულ სირთულეებს გადააწყდეს. კორუფციული სქემები კი ძალიან კარგად იქნება შენიღბული.

დიახ, შეიძლება, დაიწყოს თანამდებობის პირებისა და სხვა სახელმწიფო მოღვაწეების საქმიანობის გამოაშკარავება, გასაჯაროება, დევნა. საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების გააქტიურება მოემსახურება სახელმწიფო ინტერესების დაცვას, ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელი საზოგადოებრივი ამბიციების დაკმაყოფილებას. კოსმოსური ენერგიების ზემოქმედება გარდაქმნებს გამოიწვევს მმართველ სტრუქტურებში. შედეგად, შესაძლოა, მოხდეს ხელმძღვანელი პირების შეცვლა, თანამდებობების გადალაგება, სამთავრობო უწყებებში მოულოდნელი გათავისუფლებები. ბუნებრივია, ამგვარი ტენდენციები უარყოფითად იმოქმედებს არაერთ ადამიანის სტატუსსა და ფინანსურ მდგომარეობაზე. ხელმძღვანელობასა და ქვეშევრდომებს შორის გაუგებრობები შესაძლოა გამწვავდეს და დიდ კონფლიქტებში გადაიზარდოს.

სიტუაცია მხოლოდ 12 აგვისტოს შემდგომ დაიწყებს დამშვიდებას. გაუმჯობესდება ასტროლოგიური ამინდი, რაც კიდევ უფრო საგრძნობი გახდება 16 რიცხვის ახალმთვარეობის შემდეგ. ეს საკმაოდ მშვიდი და ნაყოფიერი პერიოდი იქნება, განსაკუთრებით შემოქმედებითი მუშაობისთვის და დიდი ხნის გეგმების განსახორციელებლად. 22 აგვისტოდან მდგომარეობა შეიძლება, შეიცვალოს. ამ დროს ერთგვარ პლანეტურ ტანდემს შექმნის მზე, ლომის ნიშანში მოძრავი პლანეტა ვენერა და ქალწულის ზოდიაქოში მოძრავი პლანეტა მერკური, რომლებიც დაუპირისპირდებიან თევზების ნიშანში მოძრავ პლანეტა სატურნს.- რა ზეგავლენას მოახდენს ეს ადამიანებზე?

ამგვარი მდგომარეობა ზოგიერთ ადამიანს მოთოკავს, ზოგს კი გაუძლიერებს თავდაჯერებულობას და აქტიურად მოქმედების სტიმულს მისცემს. 27 აგვისტოდან მარსი სასწორის თანავარსკვლავედში გადააბიჯებს, რაც პლანეტების კონფლიქტს კიდევ უფრო გაამწვავებს. გარდა ამისა, მეომარი მარსი კიდევ უფრო გაზრდის ცვლილებებისა და სწრაფი, აქტიური მოქმედების მწვავე სურვილს. ამიტომ, სავალალო შეცდომებისა და მწვავე კონფლიქტების გვერდის ასავლელად, ამ პერიოდში დაუშვებელია რისკი და აჩქარება, აუცილებელია მეტი პასუხისმგებლობა, სიდინჯე, კომპრომისების ძიება, გააზრებული გადაწყვეტილებების მიღება და წინდახედულად მოქმედება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×