დახურვა
სტილი
12.08.2021

დღეს მერკური საკუთარი მმართველობის ნიშანში, ქალწულში იმოძრავებს და იქ 30 აგვისტომდე დარჩება. ასტროლოგ დავით ნიბლაძის პროგნოზით, ეს პერიოდი ნაყოფიერი იქნება და კარგ შედეგებს მოიტანს, იმ შემთხვევაში თუ ზედმეტ კრიტიკულობას  დიპლომატიით ჩაანაცვლებთ. 

„დღეიდან 30 აგვისტომდე მერკური საკუთარი მმართველობის ნიშანში, ქალწულში იმოძრავებს

ქალწულში მერკურს ვენერა და მარსი დახვდება. ლომისგან განსხვავებით, ქალწული ნაკლებად ეგოცენტრული და ექსპრესიულია. თვითგამოხატვის ნაცვლად, მისთვის ლოგიკური გადაწყვეტილებები, ანალიტიკური და კრიტიკული დამოკიდებულება გაცილებით მნიშვნელოვანია. ქალწული ცდილობს სრულყოფას, საქმის იდეალურად შესრულებას და კრიტიკული არამხოლოდ სხვების, საკუთარი თავის მიმართაც საკმაოდ დიდი დოზითაა.

ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება დაგვეხმარება საკითხები სწორად შევაფასოთ, მივიღოთ პრაქტიკული და შედეგებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები და აღვიქვათ მიზეზშედეგობრივი კავშირები. ეს არის გეგმების შედგენის, საქმის კეთების, კორექციების შეტანის, სწავლის, შრომის, ფუსფუსის პერიოდი.

ქალწული დაგვეხმარება წესრიგის აღდგენა-დამყარებასა და ჯანმრთელობაზე მეტი ყურადღების გამოჩენაშიც.

თუ ზედმეტ კრიტიკულობას თავს ავარიდებთ და ურთიერთობებში მეტ დიპლომატიას გამოვიყენებთ, ეს პერიოდი საკმაოდ ნაყოფიერად ჩაივლის. ასევე ვეცადოთ, დეტალებში კირკიტის გამო მთლიანი სურათი არ დავკარგოთ და ქაოსში არ აღმოვჩნდეთ.

ნაყოფიერ და მშვიდობიან ზაფხულის ბოლო დღეებს გისურვებთ!“ - წერს დავით ნიბლაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×