დახურვა
სტილი
25.09.2021

იმის შესახებ, მიიღებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები „ფაიზერის" „ბუსტერ დოზას", საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა: „ბუსტერ დოზის" თემა საკმაოდ საკამათოა დღეს მსოფლიოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ უჭერს მხარს „ბუსტერული დოზების" გამოყენებას არც იმ ქვეყნებში, სადაც ეს პროცესი უკვე დაიწყო. არგუმენტად ასახელებს, რომ აფრიკის კონტინენტზე 5%-საც კი ვერ აღწევს ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა, არა იმიტომ, რომ ისინი უარს ამბობებ აცრაზე, მათ უბრალოდ არ აქვთ ვაქცინა. ისინი ამბობენ, რომ თუ მსოფლიოში თანაბრად არ ჩატარდა ვაქცინაცია, ეს შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს იმ ქვეყნებისთვისაც, სადაც ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს" - აღნიშნა მან.

როგორ ბიძინა კულუმბეგოვმა თქვა, დამატებითი დოზის მიღების საჭიროება საქართველოშიც დადგება: „ერთი რამ უნდა გავიხსენოთ, საქართველოში ვაქცინაცია დაიწყო 15 მარტს, 15 სექტემბერს გავიდა 6 თვე და ვაქცინაციის ინიცირება ჩვენთან მოხდა „ასტრაზენეკათი". ჯერ-ჯერობით „ასტრაზენეკას" შემქმნელები არ ამბობენ, რომ მას „ბუსტერული დოზა" სჭირდება, მათ (ასტრაზენეკათი აცრილებს) დასაწყისიდანვე აქვთ „ფაიზერით" აცრილებთან შედარებით დაბალი იმუნიტეტი, თუმცა ამ იმუნიტეტს ინარჩუნებენ ექვსი თვის გასვლის შემდგომაც. ამიტომ, ჯერ მოსახლეობამ არ უნდა ინერვიულოს, მათ აქვთ იმუნიტეტი და „ბუსტერული დოზის" საკითხი წლის ბოლოკენ გადაწყდება" - განმარტა ბიძინა კულუმბეგოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×