დახურვა
სტილი
30.09.2021

 ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ პედაგოგების ვაქცინაცია საქართველოში სავალდებულო ხდება.

მისი თქმით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადდა და განიხილება დასამტკიცებლად.

„რამდენადაც ვიცი, დღეს შეიტანეს კანონპროექტი, რომ ყველა პედაგოგი უნდა იყოს აცრილი. ყველა ქვეყანამ გააკეთა ეს და ჩვენთან იძახე შენ, არ შეიძლება რაიმე იძულებითი იყოს. რაღაცა მსოფლიოში ყოველთვის არის იძულებითი. გამოხატვის და პიროვნების თავისუფლება უზენაესია, მაგრამ რაღაც იძულებითია,“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „დღის კურიერის“ ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×