დახურვა
სტილი
30.09.2021

ექიმი ონკოლოგი სოციალურ ქსელში მორიგ ლაივ-ჩართვას აკეთებს, რომელიც ინსულტთან დაკავშირებული რისკების პრევენციას ეხება. 

მისი განმარტებით, ინსულტისგან თავდაცვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი წნევის კონტროლია. როგორც გიორგი ღორბერიძე აცხადებს, სისტოლური და დიასტოლური წნევის თუნდაც 5 და 10 ერთეულით შემცირება ინსულტის რისკს 40 პროცენტით შეამცირებს. შესაბამისად, ექიმის განმარტებით, წნევის კონტროლი აუცილებელია.

მისივე თქმით, თამბაქოს მოხმარება 30 პროცენტით ზრდის ინსლუტის რისკს, ამიტომ მისი რჩევაა, რომ თუ მოწევას ბოლომდე ვერ დავთმობთ, შევამციროთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ თამბაქოს მოხმარება.

ასევე მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს ქოლესტეროლის შემცველობა. მაღალი რისკფაქტორია ჭარბი წონა, რომელიც 26 პროცენტით ზრდის ინსულტის განვითარების რისკებს. 

ამასთან, ინსულტის განვითარება შესაძლოა უკავშირდებოდეს ნებისმიერი ორგანოს სიმსივნეს, განსაკუთრებით კი ფილტვის და პანკრეასის კიბოს. მისი განმარტებით, თუ პაციენტთან ინსულტის მიზეზი ვერ დგინდება, საჭიროა ეჭვი მივიტანოთ სიმსივნეებზე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×