დახურვა
სტილი
02.10.2021

"კომპანია მერკმა გაასაჯაროვა კლინიკური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით ტაბლეტირებულმა მედიკამენტმა მოლნუპირავირმა 50%-ით შეამცირა ჰოსპიტალიზაციის რისკი", - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.

"კომპანია მერკმა გაასაჯაროვა კლინიკური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით ტაბლეტირებულმა მედიკამენტმა მოლნუპირავირმა 50%-ით შეამცირა ჰოსპიტალიზაციის რისკი. მოლნუპირავირის ჯგუფში არავინ დაღუპულა, განსხვავებით პლაცებო ჯგუფისგან, სადაც 8 ადამიანი გარდაიცვალა.

გილოცავთ, ეს კოვიდთან ბრძოლაში სერიოზული ნაბიჯია!",- წერს კულუმბეგოვი.

ცნობისთვის, კომპანია Merck-ის ინფორმაციით, კვლევის ადრეულმა შედეგებმა აჩვენა, რომ იმ პაციენტებში, რომლებმაც მათი პრეპარატი სიმპტომების გამოვლენიდან ხუთი დღის განმავლობაში მიიღეს, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის დაახლოებით ორჯერ ნაკლები მაჩვენებელი დაფიქსირდა იმათთან შედარებით, რომლებმაც პლაცებო მიიღეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×