დახურვა
სტილი
02.10.2021

„მაგნიტური ქარიშხლები" მზეზე მომხდარი აფეთქებების შედეგია, ის ჩვენს პლანეტას ყოველთვიურად სხვადასხვა სიძლიერითა და ინტენსივობით საშუალოდ ოთხჯერ ატყდება თავს.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, მაგნიტური ქარიშხლების გავლენას დედამიწის მოსახლეობის პრაქტიკულად 50-70% გრძნობს. ამიტომ იმისთვის, რომ მოვლენით გამოწვეული ნეგატიური ზემოქმედება შევამციროთ, საჭიროა ვიცოდეთ - როდის, რომელ დღეებშია მოსალოდნელი მაგნიტური ქარიშხლები.

მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორიის (ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი) ცნობით, 2021 წლის ოქტომბერში (26 ოქტომბრის ჩათვლით) მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი ასე გამოიყურება:

1 ოქტომბერი - ექსტრემალურად ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი, რომელიც დილის 7 საათისთვის (თბილისის დროით) 5G დონეს მიაღწევს. 12:00 საათისთვის ინტენსივობა დაიკლებს და ქარიშხლის სიძლიერე 4G დონემდე დაიწევს;

5 ოქტომბერი - ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი - 3G დონე;

10 ოქტომბერი - ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი - 3G დონე;

19 ოქტომბერი - ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი - 3G დონე.

დანარჩენ დღეებში მაგნიტური აღშფოთებების სიძლიერე G1 და G2 დონეებს (სუსტი და საშუალო) არ ასცდება.

მაგნიტური ქარიშხლების დროს ბევრი ადამიანი თავს შეუძლოდ გრძნობს, განსაკუთრებით, მეტეოდამოკიდებულები. თუმცა არსებობს ისეთი სიძლიერის ქარიშხლებიც, რომელიც სრულიად ჯანმრთელის მდგომარეობაზეც კი ახდენს უარყოფით გავლენას.

სიმპტომები ძირითადად ერთნაირია: უმიზეზო დაღლილობა და თავის ტკივილები. თუმცა ქრონიკული დაავადებების მქონეებში მაგნიტური ქარიშხლების გავლენა უფრო ძლიერად იჩენს თავს. მაგალითად, ბრონქიალური ასთმით დაავადებულებს სუნთქვა კიდევ უფრო უჭირთ, ჰიპერტონიკებს წნევა ეწევათ, არასტაბილური ფსიქიკის მქონეებში შეინიშნება უსაფუძვლო შფოთვა, დეპრესია და აგრესიის შეტევები.

„დაიჯესტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×