დახურვა
სტილი
05.10.2021

"საფრთხე არის იმიტომ, რომ მობილობა სერიოზულად გაიზარდა, დაიწყო სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ამიტომ არის მუდმივად მოწოდება, რომ უნდა გვქონდეს უსაფრთხო სკოლები, უსაფრთხო უნივერსიტეტები და საერთოდ, უსაფრთხო დაწესებულებები", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მან მოსახლეობას ვაქცინაციის ტემპის გააქტიურებისკენ მოუწოდა.

„მასწავლებელთა კორპუსში 62%-ია ერთჯერადად აცრილი და აქტიურად იცრებიან. სასურველია, რომ 80%-ზე ავიდეთ. სამწუხაროდ, არ გვაქვს ეს მაჩვენებელი სტუდენტებში. სტუდენტებში აცრის მაჩვენებელი 28%-ია, თუმცა, ზოგიერთ გამორჩეულ უნივერსიტეტში სტუდენტთა 50%-ზე მეტია აცრილი.

ამიტომ, უნდა მოვუწოდოთ ყველა სტუდენტს, აიცრან. საკმაოდ გაიზარდა აცრის მაჩვენებელი ჩემს კოლეგებში, ექიმებში, სადაც 78% გვაქვს ერთჯერადად აცრილების მაჩვენებელი, ხოლო 70% - ორჯერადად. 50%-ის ფარგლებში ვართ ექთნებში, 40%-ზე ნაკლებია უმცროს სამედიცინო პერსონალში, შედარებით მეტია სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციულ პერსონალში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, ე.წ. დელტა შტამისთვის მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა საკმარისი არ არის და სასურველია, 80% იყოს.

„ამ კვირაში იქნება იმუნიზაციის საბჭო, სადაც სამეცნიერო კომიტეტის წევრები მისული ვართ კონსენსუსამდე 12 წლის ზემოთ მოზარდების აცრებთან დაკავშირებით, ასევე ე.წ. მესამე ანუ ბუსტერ დოზასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ესეც ამ კვირის განმავლობაში იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×