დახურვა
სტილი
07.10.2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე იმ სირთულეებზე საუბრობს, რაც შესაძლოა, გრიპის ვირუსისა და კორონავირუსის ერთმანეთზე დართვამ გამოიწვიოს. 

"უკვე ახალი ტერმინი გაჩნდა, ე.წ. წლევანდელი ტვინდემია - ტვინინგი იცით რა არის, დატყუპება ანუ. ტვინდემია ანუ დატყუპება ამ ორი ინფექციის, გრიპისა და კოვიდის, რომელიც ძალიან საყურადღებოა, ამიტომ მინდა მოსახლეობამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს.

თუ არ ავიცერით და თუ კრიტიკული მასა არ დაგროვდა იმუნური ფენისა ქვეყანაში, სხვადასხვა გათვლებით დღეს გვაქვს 50-55%-ის ფარგლებში ეს მასა, თუ ეს არ იქნა 80% ანუ გადატანილი პლიუს აცრილი, ბოლო 6 თვის განმავლობაში, სამწუხაროდ გვექნება რთული ნოემბერი" - განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×