დახურვა
სტილი
10.11.2021

ეგვიპტისა და გაერთიანებული სამეფოს მეცნიერთა ჯგუფი მორიელის შხამისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას შეეცდება. ამის შესახებ გამოცემა The Jerusalem Post იუწყება.

მეცნიერები შეეცდებიან დაადგინონ გამოდგება თუ არა ეგვიპტის უდაბნოში აღმოჩენილი მორიელის შხამი ანტიკორონავირუსული მედიკამენტების შესაქმნელად. შესაბამისი კვლევა სუეცის არხის უნივერსიტეტსა და აბერდინის უნივერსიტეტში მიმდინარეობს.

მორიელები დედამიწაზე მცხოვრები ერთ-ერთი უძველესი სახეობაა, რომელიც 400 მილიონ წელზე მეტია არსებობს. მორიელის შხამს სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ ჯერ კიდევ  ანტიკური დროიდან იყენებდნენ. მეცნიერები განმარტავენ, რომ მორიელის შხამი  ბიოლოგიურად აქტიური პეპტიდების კოქტეილს შეიცავს, რომელიც ზოგ შემთხვევაში  ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედების არის.

„მორიელის შხამის შესწავლა ძალიან საინტერესო და პროდუქტიულია, იგი მასშტაბურ გამოკვლევებს საჭიროებს. ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ იგი ძლიერ ბიოაქტიურ პეპტიდებს შეიცავს და გვჯერა, რომ კიდევ ბევრი რამ არის, რისი უნარიც მას შესწევს", - აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი და აღნიშნავს, რომ შხამის ანტიკორონავირუსული თვისების დასადგენად ხანგრძლივი კვლევებია საჭირო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×