დახურვა
სტილი
10.11.2021

იმუნიზაციის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ 12-15 წლის ბავშვების ვაქცინაცია მნიშვნელოვანი წინგადადგუმული ნაბიჯია. მისი თქმით, ბევრმა ქვეყანამ კორონავირუსზე ამ ასაკის მოზარდების ვაქცინაცია ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაიწყო და ახლა უკვე ბავშვბს 5 წლის ასაკიდან ცრიან.

ივანე ჩხაიძემ ერთ-ერთ კვლევის შედეგებზეც ისაუბრა, რომელმაც ვაქცინის მაღალეფექტურობა აჩვენა. მისი თქმით, კვლევაში მონაწილე 2300 აცრილი ბავშვიდან არცერთი დაინფიცირებულა.

"12-დან 15-წლამდე ბავშვების ვაქცინაციისთვის ჩვენთან ჯერჯერობით მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინა განიხილებაა. კანადამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ 12-დან 15-წლამდე ბავშვების ვაქცინაცია მარტში დაიწყო და სექტემბერში ამ ქვეყნებში ბავშვების 60%-ზე მეტი ვაქცინირებული იყო. ეს არის ის ზეგავლენა, რაც განსაკუთრებით დელტა შტამმა მოახდინა ბავშვების ინფიცირებაზე.

ბევრი ფაქტორი, რომელიც დაკავშირებულია ამ მუტაციასთან, ცვლის კორონავირუსის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას. ეს პროცესი მიმდინარეობს და ბევრ ქვეყანაში თითქმის დასრულებულია. რამდენიმე დღის წინ ამერიკამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციაც დაიწყო.

ჩინეთი კიდევ უფრო შორს არის წასული. ისინი 3 წლიდან ცრიან ბავშვებს, ხოლო კუბაში - 2 წლიდან. ასე რომ ძალიან ბევრი ქვეყანაა ისეთი, რომლებმაც ბავშვების ვაქცინაცია გაზაფხულიდან დაიწყეს და ახლაც აქტიურად მიმდინარეობს. ახლა უკვე ჩვენც შევუერთდით ამ ქვეყნების ჩამონათვალს და ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. 

2021 წლის მაისში ჩატარებულმა კვლევებმა, სადაც 2300 ბავშვი შეისწავლეს, 100%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. არცერთ ბავშვს ვირუსი არ დაემართა. უსაფრთხოების პროფილი იყო ძალიან მაღალი. არცერთ ბავშვთან არ დაფიქსირებულა სერიოზული გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა პრეპარატით ცრის ბავშვებს. ჩვენთან ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინა განიხილება“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×