დახურვა
სტილი
18.11.2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საპენსიო ასაკის პირების აცრის მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გაიზარდა. 

გამყრელიძის განმარტებით, აღნიშნულ მაჩვენებელზე გავლენა 200-ლარიანმა ერთჯერადმა დახმარებამაც იქონია, თუმცა მისივე ინფორმაციით, საპენსიო ასაკის 450 000-მდე მოქალაქე ჯერ კიდევ აუცრელია.

როგორც გამყრელიძე ამბობს, ამ ადამიანების ვაქცინაციის შემთხვევაში, პანდემიის გადატეხვა შესაძლებელია.

„ყოველდღიურად 60 წლის ასაკს ზემოთ მოსახლეობის აცრის პროპორციული წილი საერთო აცრებში 28-29% იყო, დღევანდელი მონაცემით, 50%-ს გადააჭარბა პირველად აცრებში. ანუ, გარკვეული სტიმული 200-ლარიან დახმარებას აქვს, მაგრამ არ არის დამაკმაყოფილებელი და საჭიროა კიდევ მეტი ადამიანის ინფორმირებულობა და ჩართვა აცრის პროცესში. 300-დან 450 ათასი ადამიანია ამ ასაკის აუცრელი და სასურველია მათი აცრა. თუ მოვახერხებთ და ამ ადამიანებს ავცრით, ეპიდემიას ძალიან მალე წელში გავტეხთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2021 by Stily. All rights reserved
×