დახურვა
სტილი
22.12.2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ "ომიკრონის" 24 შემთხვევა მხოლოდ ოფიციალური მონაცემია, ხოლო სინამდვილეში აღნიშნული შტამით ინფიცირებულთა რაოდენობა 100-ზე მეტია. 

"გაფრთხილებდით, ვინ მომისმინა!

ომიკრონის 24 შემთხვევა ოფიციალურად დაფიქსირდა, სინამდვილეში კი ეს ციფრი დღეს, სავარაუდოდ, 100-ზე მეტია!

ქვეყანა მოუმზადებელია!

გავრცელება საქართველოში იქნება, სავარაუდოდ, ყველაზე პესიმისტური სცენარით ანუ არსებული ინფექციის ყოველდღიურად 3-ჯერ გამრავლება. ერთი კვირის პროგნოზი სამი სხვადასხვა სცენარის შემთხვევაში (არსებული ინფექციის ყოველდღიური გამრავლება):

პესიმისტური (x3): 24 - 72- 216- 648- 1944- 5832- 17496 ინფიცირებული…

საშუალო (x2): 24- 48- 96- 192- 384- 768- 1536 ინფიცირებული…

ოპტიმისტური (x1.5): 24- 36- 54- 81- 122- 182- 365 ინფიცირებული…

რა ვქნათ:

არსებული ჯანდაცვის მენეჯმენტი (მინისტრი) არ უნდა შეიცვალოს მინიმუმ 3-4 თვე და თუ შეიცვლება, უნდა იყოს მაღალი დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებით დაკომპლქტებული (ჩემს ჩამოყვანას ვერავინ გაბედავს).

ბუსტერ დოზების პერიოდი ყველა ვაქცინირებულისთვის დაიწიოს 3 თვემდე ( მე-3 დოზა 3 თვეში მე-2 დოზიდან)

მასიური საინფორმაციო კამპანია ყველასთან და ამ კომპანიის მიზანი უნდა იყოს:

სამედიცინო პირბადე

დისტანცია

შენობების განიავება

ბუსტერ დოზები (ამჟამად მე-3 დოზა და ახალი წლის მერე სავარაუდოდ, 3-4 თვეში მე-4 დოზა მხოლოდ ფაიზერით ან მოდერნათი)

არაპოლიტიზირება ამ საკითხის

საწოლფონდის მობილიზება იანვრის შუა რიცხვებისთვის (სავარაუდოდ, 2022 წლის 15-20 იანვრისთვის იქნება პირველი დარტყმა ჰოსპიტალურ სექტორზე და სიკვდილიანობა, სავარაუდოდ, 2-3 კვირაში გაიზრდება)

ჟანგბადის მომარაგება (იანვარ-თებერვლისთვის)

ფაიზერთან და მოდერნასთან აქტიური მოლაპარაკებები (ასევე ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან)

დღეს მთლიანად ფაიზერზე გადასვლა პირველი, მე-2 და მე-3 დოზები.

ქვეყანაში სხვა ვაქცინების შეჩერება (სინოვაკი/სინოფარმი/ასტრაზენეკა).

კოვიდპასპორტიდან უნდა გადავიდეთ ვაქცინაციის საბუთზე! ეს ნიშნავს - პირველი, მე-2 და მე-3 დოზები და ახალი წლიდან მე-4 დოზები.

რაც შეეხება მოგზაურობას, სამწუხაროდ, თვითმფრინავში ომიკრონით დაინფიცირების ორჯერ უფრო დიდი შანსია, ისევე, როგორც ყველა სხვა დახურილ სივრცეში!

ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს ფხაკაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×