დახურვა
სტილი
22.12.2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალ, 23 დეკემბერს დაგეგმილ იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე "ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკაზე“ „ბუსტერის“ პერიოდის შემცირებაზე იმსჯელებენ.

გამყრელიძის განმარტებით, საუბარია ინტერვალის 5-დან 3 თვემდე შემცირებაზე.

მისივე ცნობით, ასევე იმსჯელებენ, ასაკობრივ კატეგორიაზეც, კერძოდ, რომელ ასაკობრივ ჯგუფში იქნება დაშვებული შემცირებულ ვადებში "ბუსტერის" მიღება. 

„ხვალ გაიმართება იმუნიზაციის საბჭო და იქ დადგება აღნიშნული საკითხი. მოგეხსენებათ, ჩინური ვაქცინების შემდეგ ჩვენ გვაქვს 3 თვიანი ინტერვალი "ბუსტერისთვის". ახლა საუბარია "ასტრაზენეკასა" და " ფაიზერზე", ასევე ასაკზე", - აღნიშნავს გამყრელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×