დახურვა
სტილი
23.12.2021

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის" 24 შემთხვევა გამოვლინდა. ამ ფაქტს ეხმაურება ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე და წერს, რომ ევროპის ქვეყნებში მალე „ლოქდაუნი“ დაიწყება: „ამერიკაში "ომიკრონი" უკვე გახდა დომინანტი ვარიანტი. ერთ კვირაში „ომიკრონით" ინფიცირებულთა რაოდენობა 12.6%-დან 73.2%-მდე გაიზარდა… ევროპაში მოწინავე არის ბრიტანეთი და, სავარაუდოდ, 1-2 კვირაში „ლოქდაუნებიც" დაიწყება… ჰოლანდია უკვე „ლოქდაუნზეა". პირბადე, დისტანცია, ბუსტერი… დაიბანეთ ხელები და გაანიავეთ შენობები ყოველ 10 წუთში“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×