დახურვა
სტილი
30.12.2021

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში, ომიკრონის გავრცელების შესახებ წერს.

როგორც წერეთელი წერს, ქვეყნებში ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება, საახელწლო ღონისძიებებს აუქმებენ და საქართველოში კი ყველაფერი პირიქით ხდება. ამ დროს კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში მძიმეა. ამასთან, წერეთელი ამბობს, რომ დღეს მთავარი ნიუსი არის ის, თუ რას იტყვის „ემპათიის“ ვსეზნაიკა.

„მაშინ როდესაც ქვეყნის მთავარი ნიუსია რას ამბობს ორგანიზაცია „ემპათიის“ ვსეზნაიკა, და საით შეაქანა დიქტატორი, საფრანგეთში, 1 წამში 2 კოვიდ ინფექციის ახალი შემთხვევა ფიქსირდება!!! გაერთიანებულ სამეფოში კოვიდ შემთხვევების 90% არის გამოწვეული ომიკრონ შტამით და ინგლისში რამდენიმე საათის განმავლობაში იყო სწრაფი ტესტების დეფიციტი, იმდენად ბევრი ადამიანი იტესტება ამ მომენტში (სხვათა შორის საქართველო წყნარად უყურებს ტესტირების ნაკლებობის პრობლემასაც)“, - ამბობს წერეთელი. მისი თქმით, ქვეყანა ვერ აცნობიერებს შექმნილ საფრთხეებს და ეს სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს.

„გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ტესტების ნაკლებობის გამო, „ომიკრონით“ გამოწვეული შემთხვევების რაოდენობა ალბათ 2-3 ჯერ მეტია, ვიდრე ოფიციალური მონაცემები. ქვეყნებში მატულობს შეზღუდვების რაოდენობა, რომლის მთავარი მიზანია თავიდან აიცილონ მასობრივი თავშეყრები. საახალწლო შეკრებები ყველგან უქმდება...ამ დროს საქართველოში პირიქით ხდება.

რა გითხრათ, ქვეყანა იმასაც ვერ აანალიზებს რომ ყოველ შემთხვევას უამრავი კონტაქტი ჰყავს და მათი იზოლაციაც ხდება საჭირო...ჰოდა ვინ იქეიფებს მერე და შექმნის ეკონომიკას საინტერესოა.

წყარო: digest.pia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×