დახურვა
სტილი
09.04.2022

ჩოხატაურში პატარა უკრაინელი დაიბადა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჩოხატაურის კლინიკა "მედალფას" მეან-გინეკოლოგი სალომე თურმანიძე ავრცელებს.

როგორც ექიმი აღნიშნავს, პატარა რასტისლავი და მისი დედიკო ალიონა თავს კარგად გრძნობენ.

„კიდევაც დაიზრდებიან. ბედნიერი და ამაყი ვარ დღეს, როგორც არასდროს. დილით 07:45 სთ-ზე მედალფას ჩოხატაურის კლინიკის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში უკრაინელ გმირ ხალხს კიდევ ერთი ვაჟკაცი შეემატა - პატარა რასტისლავი და მისი დედიკო ალიონა თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობენ. დიდება და გამარჯვება უკრაინას", - წერს მეან-გინეკოლოგი სალომე თურმანიძე.

ცნობისთვის, 28 წლის ალიონა ტარაკანოვა საქართველოში 4 წლის შვილთან, ანასტასიასთან ერთად, უკრაინელ ნათესავთან ჩამოვიდა.

მან ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის ერთ-ერთი ქალაქიდან ჩოხატაურში ჩამოსვლამდე ძალიან რთული გზა გამოიარა.

მისი მეუღლე უკრაინაში დარჩა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×