დახურვა
სტილი
18.04.2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ივნის-ივლისის თვეში კოვიდ აფეთქებას უნდა ველოდოთ.

მისივე თქმით, კორონავირუსის მკვეთრი გავრცელება აზიურ ქვეყნებში უკვე დაიწყო. „აზიაში კოვიდმა იფეთქა. ჰონგ-კონგში და სამხრეთ კორეაში არის კოვიდის აფეთქება. ჩინეთში რა ხდება ადრე დავწერე, მილიონებით არიან კარანტინში ჩაკეტილი. მოვემზადოთ, ივნის-ივლისში კოვიდის აფეთქება საქართველოში არ აგვცდება. რა ვქნათ:

🔴 შეჩერდეს ჩინური არაეფექტური ვაქცინების გამოყენება

🔴 გადავიდეთ მხოლოდ „ფაიზერის“ ვაქცინაზე და შემოვიტანოთ „მოდერნას“ ვაქცინა

🔴 50 წელს ზევით მოქალაქეების ვაქცინაცია უნდა იყოს პრიორიტეტი

🔴 სრულიად ვაქცინირებული უნდა ჩაითვალოს 4-ჯერ აცრილი „ფაიზერის“ ვაქცინით (პროტოკოლის მიხედვით)

🔴 კოვიდგადატანილი ადამიანი უნდა ჩაითვალოს როგორც 1 დოზით ვაქცინირებული და მას პროტოკოლით კიდევ 3 ვაქცინა უნდა შევთავაზოთ ანუ გადატანიდან 30 დღეში ვაქცინა ჩაითვალოს როგორც „მე-2 დოზა“ და ასე შემდეგ პროტოკოლით.

🔴 კოვიდის გადატანის შემთხვევაში ყველა წინამდებარე ვაქცინები ბათილდება. აი რა არის აქ გაუგებარი? აი რა არის აქ შეუსრულებელი? ვისაც არ უნდა აცრა ეს მათი პრობლემაა და საერთოდ, ვინც არ იცრება (სამედიცინო უკუჩვენებების გარდა) და მოხვდება საავადმყოფოში კოვიდით, თავად უნდა დააფინანსოს თავისი მკურნალობის ხარჯები. გვეყოს თავის მოტყუება“, - აცხადება გიორგი ფხაკაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×