დახურვა
სტილი
20.04.2022

აღდგომას საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განგვიცხადა:

"22 აპრილს როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. დღის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +17 +22 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +20 +25 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში უნალექო ამინდია ნავარაუდევი, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი და ტემპერატურა +24 გრადუსამდე მოიმატებს.

23 აპრილს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო ტემპერატურა, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში +22 +27 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი. თბილისში 22,23, 24

და 25 აპრილს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა კი +24 +26 გრადუსის ფარგლებში იქნება.

24 აპრილსაც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთში 27 გრადუსამდეა ნავარაუდევი.

25 აპრილს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში +18 +23 გრადუსის ფარგლებში იქნება ტემპერატურა, ხოლო აღმოსავლეთში +20 +25 გრადუსია ნავარაუდევი." - გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×