დახურვა
სტილი
11.06.2022

მიღებულია მოსაზრება, რომ ადამიანმა უნდა მიიღოს დღეში 2 ლიტრი წყალი.ეს ფრიად პირობითი ციფრია. ნორმალური მასის ადამიანებისთვის წყლის დღიური ნორმა, ორგანიზმში წყლის უკმარისობის ან სიჭარბის თავიდან ასაცილებლად, უნდა გამოითვალოს ფორმულით: 30 მლ კილოგრამ წონაზე.

ორგანიზმში სითხის დეფიციტი უარყოფითად აისახება ადამიანის მდგომარეობაზე. გაუყწლოება მნიშვნელოვნად აქვეითებს ამტანობას, განსაკუთრებით, ფიზიკური ვარჯიშისას. წყლის მიღების დღიური ნორმის უგულებელყოფა, ხელს უშლის გახდომას. წყალი ააქტიურებს ლიპაზას, საჭმლის მომნელებელი წვენის ერთერთ ფერმენტს, რომელიც მონაწილოებს ცხიმების მონელებაში და მოქმედებს ორგანიზმში ცხიმოვან ცვლაზე.

მნიშვენლოვანია საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება, რათა თავიდან ავიცილოთ გაზიანი სასმლით წყურვილის დაკმაყოფილების სურვილი. გაზიანი სასმელები შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, რაც იწვევს სითხის შეკავებას ორგანიზმში. გარდა ამისა, წყალი ხელს უწყობს კვების გაუმჯობესებას. ამიტომ წყლის დალევა სასარგებლოა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×