დახურვა
სტილი
16.09.2022

პროფესორი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ახალი, ბივალენტური ბუსტერით აცრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ საქართველო აღნიშნული ბუსტერის ჩამოტანას არც აპირებს.

„აშშ-ში ახალი, ბივალენტური ბუსტერით მოსახლეობის აცრა დაიწყო.

ახალი ბუსტერი შექმნილია ომიკრონის ახალი ???? BA.4 და ????BA.5. შტამების წინააღმდეგ.

ფაიზერ/ბიონტეკის (BioNTech-Pfizer) ბუსტერის გამოყენება ნებადართულია???? 12-წლის ასაკიდან,

მოდერნას (Moderna) ბუსტერის???? 18-წლის ასაკიდან

BioNTech-Pfizer and Moderna

შეგახსენებთ, რომ ვაქცინაცია ვირუსით ინფიცირებას არ გამორიცხავს!

ვაქცინაცია ამცირებს ვირუსით გამოწვეული დაავადების გართულებების (მათ შორის ლეტალობის ანუ სიკვდილს) რისკს!

მთელი მსოფლიოს ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები, ჩემი ჩათვლით, გაფრთხილებდით, რომ მძიმე შემოდგომა-ზამთარი გველოდება.

სეზონური გრიპისა და თანდართული კოვიდ-19-ის გართულებები შეიძლება, ძალიან მძიმედ წარიმართოს. საქართველო კი ჭურში ზის!

ახალი, ბივალენტური ბუსტერის შემოტანას არც აპირებს, სამწუხაროდ, არავინ! მე ავიცრები ახალი ვაქცინით ოქტომბერში..." - წერს გიორგი ფხაკაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2022 by Stily. All rights reserved
×