დახურვა
სტილი
14.04.2023

აღდგომის ღამეს, მეტრო მგზავრებს გახანგრძლივებული დროით, უფასოდ მოემსახურება.

მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო გამთენიის 04:00 საათამდე იმუშავებს და 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება.

გარდა ამისა, 16 და 17 აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც მგზავრებს დილის 08:00-დან საღამოს 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველის და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანს. ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან - „მარჯანიშვილი", "დიდუბე", „დელისი", „სარაჯიშვილი", „ვარკეთილი", ასევე, სადგურის მოედანი, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩა და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან. აღნიშნული ავტობუსებით გადაადგილება უფასო იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×