დახურვა
სტილი
24.04.2023

ახლახანს სდასუ-ს ოფიციალურმა „ფეისბუქ-გვერდმა“ სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. გარდაიცვალა საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

„საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ჟურნალისტიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ამავე უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტის, ზურაბ ნემსაძის გარდაცვალების გამო.

ზურაბ ნემსაძე საქართველოს დავით აღმაშნებლის სახელობის უნივერსიტეტში 2019 წელს ჩაირიცხა, ის გამორჩეული იყო თბილი, მეგობრული ურთიერთობებით და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით.

ვუსამძიმრებთ და თანავუგრძნობთ ზურაბ ნემსაძის ოჯახს, მეგობრებსა და კურსელებს.

უმძიმესი ტრაგედიაა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე ნაადრევად სრულდება.

უფალს ებარებოდეს მისი ნათელი სული!“ , – აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×