სერიალის "შუა ქალაქში" მსახიობი და ექიმი ოთარ ტატიშვილი საზოგადოებამ ძალიან ადრე, ტელეეკრანებზე გამოჩენისთანავე გაიცნო და შეიყვარა. ის ტელეეკრანებზე ახლაც ხშირად ჩანს და მაყურებელს ერთ-ერთი დილის გადაცემიდან ყოველდღე ესალმება.
ოთარის პირველი მეუღლე ეკა არჩვაძეა, რომელსაც მსახიობი წლების წინ დაშორდა. ეკას და ოთარს ორი ბიჭი, ზუკა და შოთი ჰყავთ.
ოთარის მეორე მეუღლე სტომატოლოგი თიკა სვანიშვილია. წყვილს გოგონა ჰყავს, ნანი ტატიშვილი, რომელიც ძალიან ჰგავს დედას.
ამჯერად მშობლების ფოტოებს სწორედ ნანი აქვეყნებს. ოთარი და თიკა იტალიაში მოგზაურობენ და კადრებს ფლორენციიდან აქვეყნებენ: "ყველაზე მაგარი წყვილი სამყაროში" - წერს ნანი.