დახურვა
სტილი
12.10.2021

მართალია, ლენუკა ყიფშიძე დროებით უმუშევარია, მაგრამ დროს არ კარგავს და საკუთარ ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე ზრუნავს. როგორც თავად ამბობს, ამისთვის დიდი ძალისხმევა სულაც არ სჭირდება და მისივე თქმით, ადამიანი რომ ფორმაში იყოს, მთავარი მონდომებაა და არა ძვირად ღირებული კოსმეტიკური პროცედურები. ეს კი მის გარეგნობას ნამდვილად ეტყობა.

"რამდენიმე წელია, უმუშევარი ვარ და ცოტა გავზარმაცდი, თუმცა რაც შეეხება თავის მოვლას, ძალიან მიყვარს. ეს ბებიისგან და დეიდისგან დამყვა. დიეტას, არასოდეს ვიცავ, უბრალოდ, რაციონიდან რაღაცები ამოვიღე და შევზღუდე, მაგალითად, ტკბილეული და თეთრი პური, ცხიმიანი საკვები. ვცდილობ, ჯანსაღად ვიკვებო და ბევრი ვიარო ფეხით. ზოგადად, პრანჭიკელა არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა, 20 წლის ასაკიდან, სერიოზულად დავიწყე თავის მოვლა. ქალურობა შიგნიდან მაქვს, თუმცა, გარეგნულად სპორტული ვარ. კოვიდის პერიოდში, ვარჯიშსაც შევეშვი, მაგრამ ახლა დავიწყე და კვებასაც დიდ ყურადღებას ვაქცევ. ზოგადად, რაც წლები გემატება, უფრო აქტიურად უნდა ივარჯიშო, ბევრი იარო ფეხით, ჯანსაღად იკვებო, რომ მერე ასაკში არ „ჩაეშვა“. მიყვარს მოვლილი ქალი. ჩემი თავის მოვლის პროცედურა მარტივია – სახის კანი, თმა და ფრჩხილი სულ მოწესრიგებული უნდა მქონდეს. მყავს ჩემი ექიმი – ნინო, რომელიც მაძლევს რეკომენდაციებს და მას ვუჯერებ. მაგალითად, მეუბნება, რომ ძილის წინ ჩამობანის მაგივრად სახე სპეციალური წყლით გავიწმინდო. ნიღბებსაც ვიკეთებ და ზოგადად, სახის კანის, თმისა და სხეულის ბუნებრივი ინგრედიენტებით სახლის პირობებში, უსაფრთხო მოვლის მომხრე ვარ,"- განუცხადა ლენუკა ყიფშიძემ "თბილისელებს"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×