დახურვა
სტილი
11.11.2021

ონკოლოგ-რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე პირველად ერთი წლის წინ გამოჩნდა სოციალურ ქსელში და მოსახლეობასთან კოვიდსა და სხვა უამრავ დაავადებაზე ვიდეოებით საუბარი დაიწყო.  გიორგის პოპულარობაც, შეიძლება ითქვას, ცაში აიჭრა. ახლა მისი ოცნება საკუთარი კლინიკის გახსნაა. ამის შესახებ ის ,,სარკესთან” საუბრობს:

– პირველ რიგში რასაც სამედიცინო სისტემაში შევცვლიდი, რეზიდენტურაში სწავლებას გავხდიდი უფასოს. რეზიდენტი უკვე ექიმია და მან არ უნდა იხადოს ფული, მისი საქმიანობა ანაზღაურებადი უნდა იყოს.

-მე რომ პოპულარობა მდომებოდა, სხვა გზას ავირჩევდი და არა – ექიმობას. რატომ უნდა აირჩიო ადამიანმა ექიმობა, თუ ნამდვილად არ გაქვს დიდი სურვილი, ხალხს დაეხმარო. ეს პროფესია დედის გამო ავირჩიე. მინდა, ჩემი გარდაცვლილი დედისთვის მიცემული პირობა შევასრულო: გავმხდარიყავი ექიმი და გამეხსნა კლინიკა, რომელიც პაციენტებს ყველა ეტაპზე დაეხმარებოდა. ვიბრძვი იმისთვის, რომ ეს პირობა შევასრულო. სხვა მიზანი არ მამოძრავებს, გარდა ამ ერთისა.

წყარო: ჟურნალი „სარკე“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×