დახურვა
სტილი
13.11.2021

მუსიკოსს, ჯგუფ „მგზავრების" სოლისტს, გიგი დედალამაზიშვილს, საზოგადოება უკვე წლებია, კარგად იცნობს. გიგიმ მოკლე დროში შეძლო საზოგადოებისთვის თავის შეყვარება და მისი გულშემატკივრების რიცხვი ყოველდღე უფრო და უფრო იზრდება. სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს მისი მეუღლეც, ფოტოგრაფი მარინა კარპი, რომელიც „ინსტაგრამზე" დედამთილთან ერთად გადაღებულ ფოტოსა და ემოციურ წერილს აქვეყნებს: „ჩემო ციცი, შენ არასდროს ყოფილხარ ჩემთვის დედამთილი, პირველივე შეხვედრიდან დედიკოს გეძახდი. არასდროს დამავიწყდება, როცა მე და გიგი ჯერ კიდევ ვეჩვეოდით ერთმანეთს, მორიგი ჩხუბის დროს ჩემოდანი ჩავალაგე და კიევში წასასვლელად მოვემზადე, შენ მითხარი: „შენ არ უნდა ჩაალაგო ჩემოდანი, შვილო, იმიტომ, რომ ახლა აქ, შენს სახლში რჩები, ის კი წავიდეს სადაც უნდა..." ყველას ვუსურვებ ისეთ დედამთილს, როგორიც შენ ხარ. ბედნიერი იყავი ყოველთვის" - წერს მარინა კარპი.

მარინამ და გიგიმ ერთმანეთი 2011 წელს კიევში გაიცნეს და მალევე იქორწინეს. მათ ორი შვილი, ლიზი და ნიკოლოზი ჰყავთ. წყვილი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს და გამომწერებისგან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იღებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×