დახურვა
სტილი
17.11.2021

გასულ ორშაბათს კი გადაცემა ვაქცინაციის საკითხს დაეთმო და წამყვანებმა საკუთარ შეხედულებებზე ისაუბრეს. როგორც აღმოჩნდა, ყველა სხვა წამყვანისგან განსხვავებით, ნელი აგირბა არ არის აცრილი და უახლოეს მომავალში არც აპირებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთოს:

„მე არ ვარ აცრილი და, პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ განსხვავებული შეხედულებები გვაქვს და მაინც ვმეგობრობთ. რატომ არ ვარ აცრილი? მე მაქვს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. ბავშვობიდან მახასიათებს პროტესტი ოფიციოზის მიმართ. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მოდის ოფიციალური წყაროებიდან, ჩემთვის არის გადამოწმების საგანი. ყველაზე მტკივნეული და მნიშვნელოვანი გადასაწყვეტი იყო, ვარ თუ არა მე საზოგადოებისთვის საშიში ჩემი ეჭვების დროს. ჰოპკინსის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მკვლევარი ამბობს, რომ მნიშვნელოვანი გამოწვევაა, როგორ გავაკონტროლოთ უსიმპტომო გადადების შემთხვევები. უსიმპტომო გადადება არის როგორც აცრილებში, ისე აუცრელებში. გეთანხმებით, რომ ეს არის განსხვავებული ვირუსი, ეს არის სერიოზული გამოწვევა კაცობრიობისთვის, მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად გადამდებია და სჭირდება სწრაფად მკურნალობა“ - აღნიშნა ნელი აგირბამ. თანაწამყვანის, სტეფანე მღებრიშვილის კითხვაზე, თუ რისი ეშინია მას, რატომ გადის ამ გუნდურობიდან, საერთო ინტერესებიდან და რატომ ამბობს აცრაზე უარს, ნელი აგირბამ განმარტა, რომ ეს მისთვის რთული გადაწყვეტილებაა, რადგან იცის, რომ მალე საჯარო დაწესებულებებში ვეღარ შევა. ამაზე საუბრისას მან ემოციების შეკავება ვერ შეძლო და ატირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×