დახურვა
სტილი
14.06.2021

COVID-19-ის ყველა სიმპტომი არასპეციფიკურია, თუმცა ამჟამად ექიმები საუბრობენ იმაზე, რომ ძირითადი გამოვლინებები იცვლება ვირუსის მუტაციიდან გამომდინარე.

ბოლო პერიოდში გამოიკვეთა გარკვეული ცვლილებები: ინდური შტამი ხშირად თავს იჩენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომებით - ეს არის მუცლის ტკივილი, მადის დაკარგვა, გულისრევა, სახსრების ტკივილი და ხშირია სმენის დაკარგვაც კი.

ინდოელი ექიმები ასევე აღნიშნავენ, რომ პაციენტებს ხშირად აქვთ დიარეა და ქვედა კიდურების მიკროთრომბოზი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს განგრენის განვითარება და ყველაზე ცუდ შემთხვევაში თითების ამპუტაციაც კი.

ცნობილია, რომ ინდური შტამის შემთხვევაში ცხელება და 

ხველა გაცილებით ნაკლებად არის გავრცელებული. ასევე სიმპტომი, როგორიცაა სუნის დაკარგვა ამ შემთხვევაში, ათეულში არც შედის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×