დახურვა
სტილი
23.11.2021

აღიარებული ქართველი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი გერმანიიდან გვესაუბრა და გვიამბო, თუ როგორ გაატარა პანდემიის რთული პერიოდი, როგორ იხსენებს წარსულს და როგორია მისი დღევანდელობა.

"სამშობლო სულ მენატრება! თუმცა პანდემიამ ერთი კარგი როლიც ითამაშა იმ მხრივ, რომ შარშან „პირველმა არხმა“ მომიწვია. ფსიქოთერაპევტზე ფილმი გადაიღეს – „სეანსი“, 45 სერია. „სეანსი“ HBO-ის IN TREATMENT-ის ქართული ანალოგია. პროექტი მაუწყებელმა „ნოვა პროდაქშენთან“ ერთად განახორციელა.

წარმოიდგინეთ, ორი თვეში 45 სერიაში ვითამაშე, მსგავსი რამ ჯერ არავის გაუკეთებია, ჯანმრთელობაც კი სასწორზე დავდე, რადგან მეტი დრო არ მქონდა და იმ ორ თვეში ყველაფერი უნდა მომესწრო. ქართველ მაყურებელს საუკეთესო რამ შევთავაზეთ, მაგრამ უზარმაზარი შრომა დასჭირდა. სახლში ღამის 12 საათზე რომ მოვდიოდი, მერე ვიწყებდი შემდეგი სერიისთვის მომზადებას და 30 ფურცლის სწავლას. ეს იყო ძალიან დიდი, მაგრამ სასიამოვნო სტრესი. ძალიან დიდი წარმატება მოჰყვა ამ სერიებს. თუ დაიჯერებთ, ორი თვის განმავლობაში ხუთი წუთიც არავისთვის მქონდა თავისუფალი დრო. ერთხელ ვესაუბრე ჩემს დას, ძმას და სულ ეგ იყო, ანუ მთლიანად გადადებული ვიყავი, მიწისქვეშ რომ კაცი ცხოვრობს, ისე ვიყავი, არავისთან კონტაქტი არ მქონდა. თითოეული კონტაქტი 15-20 წუთის დაკარგვას იწვევდა და მე ამის უფლება არ გამაჩნდა. ფსიქოთერაპევტის როლზე ვიყავი, რომელსაც სცენარის მიხედვით, სულ სხვადასხვა პაციენტი ჰყავდა მთელი კვირის განმავლობაში და პარასკევს უკვე თვითონ მიდიოდა სხვა ფსიქოთერაპევტთან, რადგან მასაც სხვა ადამიანებივით ბევრი ცხოვრებისეული პრობლემის დაძლევა სჭირდებოდა. ყველა ადამიანია და ეს სერიალი ზუსტად მაგას აღწერს, ძალიან მრავალფეროვანია", - განუცხადა "თბილისელებს" რეზო ჩხიკვიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×