დახურვა
სტილი
26.11.2021

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შვილი ანა მარგველაშვილი საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი პირადი ცხოვრება კი მუდმივად იწვევს ინტერესს. როგორც ცნობილია, ანამ მუსიკოს გიგი ჩიჩუაზე 2014 წელს იქორწინა. წყვილი ხშირად აქვეყნებდა ერთად გადაღებულ ფოტოებს და მეგობრების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომენტარს იღებდა. მათ ქალიშვილი, ანასტასია შეეძინათ და ოფიციალურად ხელი სწორედ მისი ნათლობის დროს, 2016 წელს მოაწერეს, თუმცა წყვილის ურთიერთობა მხოლოდ ორ წელს გაგრძელდა.

მეუღლესთან დაშორების შემდეგ ანა მარგველაშვილი სოციალურ ქსელში აღარ აქტიურობდა, თუმცა, მოგვიანებით, 2020 წლის ნოემბერში, ცნობილი გახდა, რომ ის მეორედ გახდა დედა და გოგონა, სახელად კირა შეეძინა.

ამჯერად ანა მარგველაშვილი სწორედ მეორე შვილის, კირას ფოტოებს აქვეყნებს და მას ერთი წლის იუბილეს ულოცავს: „კირა ყიფშიძე 1 წლის" - წერს ის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×