დახურვა
სტილი
02.12.2021

ტელეწამყვანი ნინუცა ორჯონიკიძე „პრაიმშოუსთან“ საუბრისას სილამაზის სტანდარტებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ზოგადად, თვითკრიტიკული არ არის, მაგრამ როცა საქმე წონის მომატებას ეხება, აქ ეგზისტენციალური კრიზისი ეწყება – „მიყვარს კარგად ჩაცმა, არ უნდა შევიზღუდო. წონას ვაკონტროლებ 18-საათიანი ინტერვალით და ვარჯიშით.

ვცდილობ, არ ვიარო კოსმეტოლოგთან. ვცადე ფილერის გაკეთება, მაგრამ ძალიან არ მომიხდა და მომიწია დაშლამ, მაშინ მივხვდი, რა ბედნიერებაა, როდესაც ბუნებრივად კარგად გამოიყურები.

ცხვირთან დაკავშირებით დღემდე მომდის „ინსტაგრამზე“ კითხვები, რატომ არ ვიკეთებ ცხვირს, თუ გავიკეთებ, ლამაზი ვიქნები… გულახდილად მინდა ვთქვა, რომ დიდად არ მაწუხებს, რასაც სარკეში ვუყურებ, მაკმაყოფილებს. შეიძლება, ყველაზე ლამაზი სახე არ მაქვს, მაგრამ ერთად გემრიელად ვართ. მხოლოდ კბილები მაქვს გაკეთებული, საშინელი კომპლექსი მქონდა, ამიტომ როგორც კი საშუალება მომეცა, პირველი კბილები გავიკეთე. მოვიხსენი ერთადერთი კომპლექსი, მოგვიანებით კი აღარ შევყევი. პლასტიკურ ოპერაციებში სადღაც დავიკარგები. მგონი, გარეგნობა არც ისეთი მნიშვნელოვანი არ არის…“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×