დახურვა
სტილი
03.12.2021

ანუკი არეშიძემ და კახა კალაძემ 2 დეკემბერს ქორწინების 13 წლის იუბილე აღნიშნეს. ანუკიმ სოციალურ ქსელში ოჯახური კადრები გამოაქვეყნა და მეგობრებისა და გამომწერებისგან უამრავი მილოცვა მიიღო.

როგორც ანუკი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, მან მომავალი მეუღლე იტალიაში ყოფნის დროს გაიცნო: „მე ვიყავი 18 წლის. კახა ჩემზე 11 წლით დიდია. მაშინ შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ გავიცანით. მერე, როგორც მითხრა, პირდაპირი ჩართვა მქონდა და მაშინ ვუნახივარ. მერე მითხრა, რომ შეგხვდი, მაშინ გამახსენდა, რომ ის გოგო იყავი, რომელიც მომეწონაო. ყველაფერი ძალიან ნელა დაიწყო და განვითარდა ძალიან სწრაფად. 6 თვეში შევქმენით ოჯახი. მე ძალიან ემოციური ვარ, ყველაფერს გამოვხატავ, ვამბობ. კახი სიყვარულს უთქმელად, ჩუმად გამოხატავდა. თვალებით რომ მელაპარაკებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. ალბათ, ცოტა გულდაწყვეტილებიც იყვნენ სხვა გოგონები, როცა მის გვერდით მხედავდნენ" - ამბობდა ანუკი.

წყვილმა 13 წლის წინ მხოლოდ ხელი მოაწერა და მოკრძალებული ცერემონია მოაწყო, 2020 წლის ივნისში კი მათ შვილები კახეთში, გრემის მონასტერში მონათლეს და ჯვარი დაიწერეს. ჯვრისწერის შემდეგ წყვილმა სტუმრებს წინანდალში, სასტუმრო "რედისონში" უმასპინძლა.

კახა კალაძესა და ანუკი არეშიძეს ცხოვრების დატვირთული რეჟიმი აქვთ. კახა თბილისის მერის თანამდებობას იკავებს, ხოლო ანუკი საკუთარ ბრენდს ხელმძღვანელობს. მათ ოთხი ვაჟი: ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლასი ჰყავთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×