დახურვა
სტილი
16.06.2021

ბუბა კიკაბიძე ვაკეში, სამსართულიან სახლში ცხოვრობს.

მისაღებ ოთახში შესვლისთანავე მიხვდებით, რომ სახლში ვარსკვლავი ცხოვრობს. ირგვლივ „ორერას" აფიშებია, ანსამბლისა, რომელშიც ბატონი ვახტანგი მღეროდა და უკრავდა. კედლებს ამშვენებს ასევე წინაპართა ფოტოები, ბატონი ვახტანგი ხომ ბაგრატიონთა შთამომავალია. ამ ყველაფერს გემოვნებით ეხამება ულამაზესი ანტიკვარული ავეჯი.

ბუბას პირადი ცხოვრება არც ისე გასაჯაროებულია და მას არც უყვარს პირადზე საუბარი.

მისი მეუღლე ირინა გურამ საღარაძის პირველი მეუღლე გახლდათ. მსახიობთან ერთი ქალიშვილი მარინა საღარაძე ჰყავს. ცნობილია, რომ ბუბამ მარინა როგორც საკუთარი შვილი ისე გაზარდა. მეუღლესთან კი საერთო ვაჟი შეეძინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×