დახურვა
სტილი
17.06.2021

 

მსახიობ გიორგი გოგიჩაიშვილის დედამ - ნანა დათუნაშვილმა გადაცემა „ახალ პროფილში" მაია ასათიანთან ცხოვრების ურთულესი პერიოდი გაიხსენა, როდესაც გოგიჩა ცუდად იყო.

„შვილის დიაგნოზი ვიცოდი, მაგრამ მე ვიცოდი, რომ უნდა მორჩენილიყო. ნათია მალავდა ამას, ყველაფერი თვითონ გადაიტანა. ჩემი შვილისთვის სამი ათასი ნემსი მაინც მაქვს გაკეთებული, ტკივილები ჰქონდა. მე ვიცოდი, რომ უნდა განკურნებულიყო. თურქეთში ხომ დადიოდა და ნათია მეუბნებოდა, აი, ცოტაც, ცოტაც... მეგობარმა დაურეკა, გოგიჩ, 25 ივლისს დაბადების დღე მაქვს და ხომ მოხვალო.

„სასაფლაოზე ვერ დავდივარ, ვერ ვხვდები იქ რა მინდა, მაგრამ მაინც უნდა მივიდე, იქნებ ჩემ შვილს დედა უნდა" - ნანა დათუნაშვილი

ვაიმე, ახლა კი ვარ ცუდად, მაგრამ 25-მდე, შე კაცო, გამივლისო. 4-ში გარდაიცვალა. ბოლომდე არც თვითონ იცოდა, მაგრამ ბოლოს ძალიან მძიმედ რომ იყო, ნათიასთვის საავადმყოფოში უთქვამს, ვაიმე, დედაჩემმა რა უნდა ქნასო... გოგიჩას დედამ ძალიან შეიკავა თავი. მე ცრემლს ჩემს მეუღლესაც არ ვაჩვენებ, არც ნათიას, რა თქმა უნდა, არც შვილიშვილებს. არ მიყვარს, როცა ვინმეს ვეცოდები. ამიტომ ვცდილობ, არ დავამძიმო ოჯახის წევრები, მათ ისედაც ძალიან უჭირთ.

მეუღლე, სოსო მყავს გვერდით, მარტო ვარ მხოლოდ ლოცვისასა, მაშინ ვტირი, ვტირი... სიზმარში არ ვხედავ. დედაჩემი რომ გარდაიცვალა, ჩავეხვიე და ვაკოცე და ვეღარ ვნახე სიზმარში. ამას არ ვაკოცე სპეციალურად და ისე ვნანობ... ჩემი შვილი არ მესიზმრება...,"- ამბობს ნანა დათუნაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×