ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ უკრაინელმა 80 წლის ბებომ რუს ჯარისკაცებს მოწამლული ღვეზელები აჭამა, რის გამოც 8 ოკუპანტი მოკვდა.
„80 წლის ქალბატონმა, უკრაინელმა ბებომ, რუს ჯარისკაცებს ღვეზელებით უმასპინძლა. რვა ოკუპანტი მოკვდა. ღვეზელები მოწამლული იყო. არ არის ეს ამბავი შესაძლოა სასიხარულო, მაგრამ გადაიყვანეს ხალხი ჭკუიდან", - წერს ლიკლიკაძე.