უამრავი სირთულის მიუხედავად, გუკა რჩეულიშვილი და ლელა კილაძე კვლავ ერთად არიან. ცოტახნის წინ, გუკამ მისი და ლელას ფოტოები გამოაქვეყნა და კილაძეს დაბადების დღე მიულოცა.
„ჩემო სიყვარულო, გილოცავ დაბადების დღეს!.." - წერს გუკა.
გუკა ახლა მეოთხე ქორწინებაშია ლელა კილაძესთან, რომელთანაც გარკვეული პერიოდი დაშორებული ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო იყო. 2020 წელს ლელა კილაძემ თავად მიმართა სამართალდამცველებს, რის შემდეგაც გუკას ოჯახური ძალადობის დანაშაულის ბრალდებით ციხეში გარკვეული პერიოდის გატარება მოუხდა. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ისინი შერიგდნენ.