დახურვა
სტილი
04.04.2022

„მის საქართველო“ ნია წივწივაძე გათხოვდა. მისი რჩეული ქართველი ფეხბურთელი ნიკუშა ჭანტურიაა. წყვილმა ოჯახი რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ შექმნა.

"დაახლოებით ორი წელია ოჯახი გვაქვს. მანამდეც ვფიქრობდით ერთად ცხოვრებას, მაგრამ სახლის მშენებლობის პროცესი გაიწელა. მაშინ ერთად არ ვცხოვრობდით, მაგრამ 24 საათს ერთად ვატარებდით. წლები რომ იცნობ ადამიანს, ერთად დადიხართ დასასვენებლად, დიდ დროს ატარებთ საერთო წრეში, ერთად ცხოვრებას აღარ უკავშირდება აღმოჩენები. ერთად რომ გადავედით საცხოვრებლად, ოთხ დღეში თვითონ წავიდა ბათუმში საცხოვრებლად და დისტანციური ურთიერთობა გვქონდა. თვეში ორი-სამი დღე ვნახულობდი და ეს ცოტა რთული იყო. ასე ერთი წელი გაგრძელდა. დღევანდელი გადმოსახედიდან, ის პერიოდი ძალიან საინტერესოდ მეჩვენება. სამსახურში დღეებს ვეძებდი ბათუმში წასასვლელად, ანალოგიურად იყო ისიც, ამიტომ ეს რთული პერიოდი საინტერესოდ გავატარეთ…მე და ნიკუშა საცხოვრებლად ერთად გადავედით, მეუბნებოდა, შენ როცა გინდა, ეს შენი სხეულია, შენ უნდა გააჩინო ბავშვი და როცა მზად იქნები, მაშინ გადავდგათ ეს ნაბიჯიო. მე მგონია, რომ თავდაპირველად მარტო უნდა ვიყოთ. დასაწყისში ესეც ძალიან საინტერესოა. მით უმეტეს, როცა ბათუმში წავიდა საცხოვრებლად, მივხვდი, რომ ორსული ან ბავშვიანი რომ ვყოფილიყავი, ძალიან გამიჭირდებოდა, ამიტომ ვფიქრობდი, რომ ბავშვისთვის ჯერ მზად არ ვიყავი. სამომავლოდ ვნახოთ, რა იქნება. თვითონაც პატივს სცემს ჩემს აზრს. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული…" - განუცხადა ნია წივწივაძემ "თბილისელებს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×