საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული 176 ბავშვს შესახებ წერს.
„176 ბავშვი. 176 ბავშვი დაიღუპა ამ ომში. თითო ბავშვის ბოლო ამოსუნთქვაარის ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ და არაფერი შეგვიძლია. თითო ბავშვის დახუჭული თვალი, არის ღამე, რომელშიც ჩავრჩით და ერთმანეთს ამაოდ ვეძებთ. თითო ბავშვის სისხლი არის უსამართლო სისხლის სამართალი, რომლითაც ის დასაჯეს," - წერს გიორგი კეკელიძე.