დახურვა
სტილი
16.04.2022

მსახიობმა, ნინელი ჭანკვეტაძემ კორონავირუსი გადაიტანა.

როგორც მსახიობმა აღნიშნა, ის 40 დღის განმავლობაში თავს მძიმედ გრძნობდა. ამის შესახებ ჭანკვეტაძემ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიც შეაფასა.

„კოვიდი გადავიტანე, 40 დღე ლოგინიდან ვერ ვდგებოდი და თუ ასეთი რამ ადამიანს არაფერს აჩვენებს, დასკვნა არ გამოაქვს და კიდევ ბაქიბუქი, ამ ქვეყნის არევა, ომი უნდა ჩემს საქართველოში და - ერთ წრეზე ტრიალი, იტრიალოს! მე ერთადერთი, რაც შემიძლია, სანთელს დავანთებ, რომ საქართველოში სიყვარულმა და ღვთის იმედმა დაისადგუროს.

არანაირი სოციალური ქსელით არ ვსარგებლობ, ზედმეტ საუბრებს რომ არ ვუსმინო... მაქვს ჩემი საქმე, ოჯახი, ჩემი ქვეყანა მიყვარს და ყველაფერს გავაკეთებ, რაც შესაძლებელია ერთი ჩვეულებრივი ადამიანისგან. მეტი არც ამბიცია მაქვს და არც არაფრის სურვილი! ძალიან დამაზარალა ავადმყოფობამ და ჩემი ენერგიის ყოველ გრამს ვუფრთხილდები, რათა კარგ საქმეში და სიკეთეში გამოვიყენო...

მარხვაა, ვნების კვირა იწყება და არავის განკითხვა არ მსურს! ასეთ თემებზე საუბარი ჩემს სიმშვიდეს და წონასწორობას ძალიან მეშინია, ომი საქართველოშიც არ იყოს... ნამდვილად მეშინია, რადგან ჩვენ უკვე გამოვლილი გვაქვს ეგ საშინელება... ამ თემებზე არსად ვაკეთებ კომენტარს, რადგან ცოტა არ იყოს, მატრაკვეცობად მეჩვენება ახლა საუბარი. ვინმეს საქმის გაკეთება თუ შეუძლია, გააკეთოს! მე, როგორც მოგახსენეთ, ვლოცულობ, უფლის იმედით ვარ! ამიტომაც, არც ერთი ტელევიზიის არხზე, პრესაში არ ვჩანვარ. მშვიდად ვიყოთ და პატრიარქს დავუჯეროთ, ბოლოს და ბოლოს! რამდენჯერაც არ დავუჯერეთ, იმდენჯერ რაც მოხდა, კი ვნახეთ!", - აღნიშნა "კვირის პალიტრასთან" საუბარში მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძე.

"კვირის პალიტრა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×