დახურვა
სტილი
20.04.2022

ელენე ფოჩხუამ ცოტა ხნის წინ საკუთარი ოჯახისა და პირადი ურთიერთობის შესახებ საჯაროდ ისაუბრა და თქვა, რომ მეუღლეს 18-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა. ამის მიზეზი კი ღალატი და მესამე ადამიანი გახდა. როგორც ელენე „სარკესთან“ საუბრისას ამბობს, მისთვის პირველ ჯერზე ღალატი არ უნდა ეპატიებინა და ეს შეცდომა იყო.

ელენე ასევე აღნიშნავს, რომ მისი ქმრის ახლანდელი რჩეული ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მომღერლის ოჯახი დანგრეულიყო:

„როდესაც ჩემს ქმარს პირველი ღალატი ვაპატიე, იყო იმ ქალის მუქარები, 

რომ მას ყველაფერი დავუნგრიეთ. გვწერდა, რომ თბილისის ზღვაზე იყო თავის დასახრჩობად ასული. ყველგან ისე გამოვყავდი, რომ ოჯახს მე ვუნგრევდი. მოკლედ, რთული პერიოდი გამოვიარე. ძალიან დამამცირებელია, როდესაც აცნობიერებ, რომ ქმარმა სხვასთან გიღალატა, მაგრამ ესეც გადავიტანე. ამ დროს ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითოეული ძვალი და სხეულის თითოეული დეტალი მტკიოდა…“ - თქვა მან. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×