დახურვა
სტილი
20.04.2022

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ მომღერალი ნინი წიკლაური საქართველოში დაბრუნდა და გარკვეულ დროს სამშობლოში დაჰყოფს. როგორც ცნობილია, ნინი წლებია ამერიკაში ცხოვრობს, იქვე შექმნა ოჯახი და ზრდის ორ შვილს. 

ჩამოსვლის შემდეგ ნინიმ ემოციური ფოტო გამოაქვეყნა საყვარელ ბებოსთან ერთად: "აი, ამად ღირდა ყველაფერი"...

ნინი წიკლაურისა და მისი ბებოს დიდი სიყვარულის შესახებ ყველამ იცის. არაერთხელ გამოუხატავს ეს ინტერვიუებში და აღუნიშნავს, რომ მას მერე, რაც დედამისი საზღვარგარეთ გაემგზავრა სამუშაოდ, პრაქტიკულად ბებიამ გაზარდა. "ბებიაჩემმა იმდენი ჩადო ჩემს გაზრდაში, სწავლა-განათლებაში, იმხელა წვლილი შეიტანა ჩემს ჩამოყალიბებაში და იმხელა ყურადღებას

მაქცევდა, რომ დანაკლისი არ მქონია, დედა სამუშაოდ იყო წასული და ამ ფაქტს შეგუებული ვიყავი, დანარჩენი რაც დედას უნდა გაეკეთებინა ჩემთვის, ბებომ ყველაფერი გამიკეთა", - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ნინი ამერიკიდანაც უძღვნიდა ბებოს ემოციურ სტატუსებს:

"ლიანა ბაქანიძე, შენ ყველაზე მეტად მიყვარხარ დედამიწის ზურგზე... ამ პოსტს ვერ ნახავ, რადგან არც facebook გაქვს და არც სხვა სოც. ქსელი, მაგრამ ზუსტად ესაა ჩემი უზარმაზარი სიყვარული, რომელსაც შენ ჩემი თვალებიდან ხედავ და არა სტატუსებიდან. მიყვარხარ და ეს სიტყვა არ მყოფნის იმ სიყვარულის ასახსნელად, რასაც შენდამი ჩემი დაბადების დღიდან განვიცდი. შენ ბევრად მეტი ხარ, ვიდრე სიყვარული.

მადლობა, რომ შემაძლებინე, როგორ მიყვარდე..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×