დახურვა
სტილი
20.04.2022

27 წლის ქეთი ლეშკაშელი წარმოშობით თელავიდანაა. როდესაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დასაწყებად შეიჭრა, ქეთი ბერლინში, კოვიდკლინიკაში ექთნად მუშაობდა, დღეს კი უკრაინაში, ქართულ ლეგიონთან ერთად იმყოფება და იბრძვის.

„პროფესიით ექიმი ვარ. უკრაინაში ჩამოსვლის შემდეგ საველე მედიცინის კურსები გავიარე, მაგრამ იარაღის აღებაც მომიწია. გამოგვყავს დაჭრილი ბავშვები, ქალები და მოხუცები. ზუსტად ვიცი, რომ ამ ომის შემდეგ ცხოვრებაში აღარაფერი გამაკვირვებს. რუსები ყველას განურჩევლად ხოცავენ და ამ ყველაფრის განცდა ჩემთვისაც ყოველდღიურობად გადაიქცა. ჯიბეში ორი პაკეტი მიდევს – ერთი დაჭრილზე 

დასაფარებლად და მეორე დაღუპულებისთვის. ჩემთან ერთად არის 26 წლის ლაგოდეხელი გოგოც. აქ ყველას ერთმანეთის სიცოცხლე გვაბარია. ყოველდღე ინტენსიური დაბომბვები მიდის. ამბობენ, რომ რუსებს ჩვენ შესახებ გარკვეული ინფორმაცია აქვთ. ამიტომ ადგილსამყოფელის დასახელებისგან თავს შევიკავებ. დედა ემოციურად შეხვდა ჩემს გადაწყვეტილებას უკრაინაში წამოსვლის შესახებ. ჩემი ძმა ამერიკაშია და ზუსტად ვიცი, რომ შეეძლოს, ჩემ გვერდით იქნებოდა“ - ამბობს ქეთი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×