დახურვა
სტილი
21.04.2022

კახა ბენდუქიძის ქალიშვილი ანასტასია ბენდუქიძე სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს და მამას დაბადების დღეს ულოცავს:

„გილოცავ, მა.

წელს 66 წლის ხდები და ისე მინდა, რომ ცოცხალი იყო... ძალიან. ბევრი რამე მინდა გკითხო, გაჩვენო, როგორ ვვაჭრობ ქართულ ენაზე ლილოზე ("მუქთად" არის ჩემი საყვარელი სიტყვა) და სანნი როგორ გგავს.

სხვათა შორის, კახა ბენდუქიძე როგორი ბაბუ იქნებოდა? მე ვფიქრობ, რომ ქართველი ბებიებისნაირი - „ჩვენი ბიჭი ყველაზე ჭკვიანი და საყვარელია".

ძალიან მენატრები, არა მარტო როგორც მამაჩემი, არამედ როგორც ქართველი 

მოღვაწე. ძალიან გვაკლიხარ საქართველოში / მსოფლიოში.

პ.ს. ვგიჟდები შენს სტილზე ამ ფოტოზე. უფრო კარგი ამინდი რომ იქნება, მეც ასე მინდა ვიყო ჩაცმული“ - წერს ანასტასია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×