დახურვა
სტილი
28.06.2021

„დღეიდან, ჩვენ შევდივართ უარყოფით ენერგო ველში, რაც ნიშნავს კოსმიურ შტორმს, რომელიც გასტანს 15 ივლისამდე. ამ პერიოდში იქნება გეომაგნიტური ქარები, იყავით ყურადღებით, ჯანმრთელობის მიმართ. აკონტროლეთ წნევა,“- ამბობს მიხეილ ცაგარელი „იმედის დილის“ ეთერში. 

ასტროლოგის თქმით, ამ პერიოდში, შესაძლოა, ფინანსურმა სირთულეებმა იჩინოს თავი. ამ კვირაში გვაქვს ბევრი საინტერესო მოვლენა.

დღეიდან ვენერა - სიყვარულისა და ფინანსების მმართველი პლანეტა, გადავიდა კირჩხიბიდან ლომის ზოდიაქოს ნიშანში 22 ივლისამდე.

„სასიყვარულო ურთიერთობებში მოიმატებს არტისტიზმი, ინტერესი შემოქმედებითი სფეროებისადმი. მოიმატებს სურვილი პარტნიორს დაახარჯოთ თქვენი მთელი ფული. ამ პერიოდში სარესტორნო ბიზნესი აყვავდება, უფრო მეტ ფულს იშოვის,“- ამბობს ასტროლოგი.რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, მათი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება:

♈ვერძი - ენერგოტონუსი ეცემა, გაუფრთხილდით თავს. მეტი ძილი, მეტი დასვენება. არავითარი სარისკო და სერიოზული მოქმედებები. ამ კვირაში შესაძლოა, ოჯახში საყოფაცხოვრებო პრობლემებმა იჩინოს თავი, ამის გამო კი ეცადეთ არ გამოავლინოთ აგრესია.

♉კურო - ენერგოტონუსი მაღალია, თუმცა შესაძლოა, მიიღოთ არასწორი ინფორმაცია, რომელიც საჭიორებს გადამოწმებას.

♊ტყუპები - მთავარი პრობლემა აქვთ ფინანსებთან დაკავშირებით. მეტი დრო დაუთმეთ იდეების გაანალიზებას.

♋კირჩხიბი - ერთი-ერთი ყველაზე აქტიური და წარმატებული ნიშანია. ახლა მზე გადის თქვენს ზოდიაქოს ნიშანს, ახლა სწროედ თქვენი დროა.

თუმცა იმდენად დიდი ენერგია გემატებათ, რომ ეს ყველაფერი გადადის აგრესიაში, იყავით ყურადღებით, რომ არ გადახვიდეთ უკიდურესობაში.

♌ლომი - აი, ვის აქვს ყველაზე ცუდი პერიოდი, ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები მატულობს, თქვენი ენერგოტონუსი ეცემა, არ წამოიწყოთ ახალი საქმეები.

♍ქალწული - ენერგოტონუსი მაღალია, შრომისუნარიანი ხდება ეს ნიშანი, მაგრამ იყავით ფრთხილად თუ ხართ ვაჭრობის, ან სამშენებლო ბიზნესში ჩართული და გამოიჩინეთ კოლეგებათან მეტი დიპლომატია.

♎სასწორი - ენერგოტონუსი მცირდება, შესაძლოა, ადვილად გაცივდეს ან გადაიღალოს. ხელმძღვანელებთან მოუწევს ხშირი კონტაქტი და შესაძლოა, დაეძაბოს ურთიერთობა, ამიტომ გამოავლინეთ მეტი დიპლომატია.

♏მორიელი - კირჩხიბის შემდეგ, მეორე ფავორიტი ნიშანია, აქტიური და ენერგიულია. უცებ შესაძლოა, სამსხურში ჰქონდეს პრობლემები, სამსახურიდან გაუშვან ხელმძღვანელი, რომელთანაც მორიელს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ან კოლეგები შეიცვალნენ. მათ ცხოვრებაში ცვლილებების დროა.

♐მშვილდოსანი - რთული პერდიო აქვს, ენერგოტონუსი დაბალია, მატულობს ჭორები, ფარული მტრები. არ დაიწყონ არავითარი სარისკო მოქმედებები, რადგან ეს ყველაფერი იქნება წამგებიანი. ამ კვირაში ყველა ინფორმაცია გადაამოწმონ.

♑თხის რქა - ენერგოტონუსი მატულობს. თუ ხართ უძრავი ქონების ბიზენსში ჩართული, აქ გაქვთ შეცდომების დაშვების მაღალი ალბათობა. ოჯახის წევრებთან მეტი ტაქტი გმართებთ.

♒მერწყული - საკმაოდ რთული პერიოდი აქვთ. სხვების მიმართ ხდებით კრიტიკულები, მაგრამ სხვებიც გაკრიტიკიბენე.

ამ კვირაში არ წამოიწყოთ ახალი იდეები. ენერგოტონუსი დაბალი გაქვთ, ამიტომ გაუფრთხილდით საკუთარ თავს და მეტად დაისვენეთ.

♓თევზები - კიდევ ერთი წარმატებული ნიშანია, გრძნობს კირჩხიბის წყლის სტიქიას. არის შარმიანი, ენერგიული.

მიაქციეთ ყურადღება წყალქვეშა დინებებს, არ დაძაბოთ პირადი ურთიერთობა, ასევე საეჭვო პროექტები არ განახორციელოთ. უფრო მეტად ინტუციას დაეყრდნოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×