დახურვა
სტილი
30.06.2021

ყველა ზაფხულს თავისი სასიყვარულო ისტორია აქვს. შესაძლოა, საზაფხულო სასიყვარულო ისტორიები მალე დამთავრდეს, თუმცა ეს ისაა, რის გარეშეც ზაფხული წარმოუდგენელია.

ჰოდა, ვნახოთ რას გვიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები და ზოდიაქოს რომელი  ნიშნები იპოვიან სიყვარულს ზღვის სანაპიროზე.

ვერძი

ზაფხულში ბედნიერების მომტანი ფერი: ცეცხლისფერი

თქვენი ზაფხულის დევიზი: „ჯერ საქმე, მერე დაფიქრება“

ლომები ან მშვილდოსნები მიიპყრობენ თქვენს ყურადღებას. ურთიერთობა ცხელი და ხანგრძლივი იქნება. განსაკუთრებით, თუ შვებულების ერთად გატარებას გადაწყვეტთ. რაც უფრო მეტ რომანტიკულ დღეებს მოიწყობთ, მით უკეთესია თქვენთვის.

კურო

ზაფხულში ბედნიერების მომტანი ფერი: ზურმუხტისფერი

თქვენი ზაფხულის დევიზი: „ერთხელ ვცოცხლობთ“

თავადაც გაოცებული დარჩებით თქვენი სითამამით. თავბრუდამხვევ რომანში თავით გადაეშვებით. გარშემო მყოფები გაოცდებიან, როცა თქვენნაირი დინჯი ადამიანი, მთელი ზაფხულის განმავლობაში, რომანტიკულ ურთიერთობებში მარტივად შევა და გავა.

ტყუპები

ზაფხულში ბედნიერების მომტანი ფერი: ინდიგო

თქვენი ზაფხულის დევიზი: „მოვედი, ვნახე, გავტრიალდი“

თქვენს ყოფილს თქვენთან დაბრუნება სურს და მთელ ზაფხულს მოვა-წავა. თუ თქვენ 50 პროცენტით მაინც გსურთ მასთან ყოფნა, სცადეთ, თუ არც ერთი პროცენტით არ გსურთ მისი თქვენ ცხოვრებაში დაბრუნება, ზაფხულს ნუ გაიფუჭებთ.

თევზები

ზაფხულში ბედნიერების მომტანი ფერი: ჭუჭყიანი ვარდისფერი

თქვენი ზაფხულის დევიზი: „ფარით ან ფარზე“

სამეგობროში ერთ ადამიანს მთელი გულით უყვარხართ. ამ ზაფხულს საიდუმლო გამჟღავნდება და თქვენი გადასაწყვეტია, რა ბედი ეწევა მას. შეიძლება მეგობრებად დარჩენა შესთავაზოთ, მაგრამ თუ გარისკავთ ისეთ სიყვარულს იპოვით, რასაც მთელი ცხოვრება ელოდით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×