დახურვა
სტილი
30.06.2021

ზაფხულის დადგომასთან ერთად სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება თემა მშობლებში, ბავშვების კურორტზე დასვენებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მთავარი კითხვა ზაფხულში არის, რატომ ხდებიან ავად დასასვენებლად წაყვანილი ბავშვები და რამდენი ხანი სჭირდება ბავშვს რომ შეეგუოს ახალ გარემოს.

„ადაპტაცია ბავშვთა ასაკში არის საკმაოდ მტკინვეული პრობლემა. რაც უფრო პატრაა ბავშვი, უფრო მეტად გამოვლენილია ხოლმე ადაპტაციის პრობლემა სხვადასხვა დარღვევებში, იქნება ეს ძილის თუ ჭამის რეჟიმის დარღვევა.

ჩვენი რკომენდაციაა, რომ ბავშვო უცხო გარემოში წაიყვანოთ მინიმუმ 20-30 დღე. მინიმუმ 10 დღეა საჭირო იმისთვის, რომ ბავშვი შეეგუოს უცხო გარემოს და პირობებს. ნელ-ნელა ადაპტირება უნდა მოვახდინოთ ბავშვის გარემოსთან თუ ხალხთან“,- ამბობს პედიატრი ანა მაღრაძე „რუსთავი 2“-ის ეთერში .

მთის კურორტისთვის დამახასიათებელია ზედა/ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, სხვადასხვა ინფექციური დაავადებები, რომლებიც გადაეცემა ტკიპის ნაკბენის შედეგად.

ზღვასთან უფრო მეტად დაკავშირებულია გაციებით მიმდინარე დაავადებები, ყურის ანთება, მზისგან დამწვრობა ან მზის დაკვრა, ასევე ალერგია.

რა არის იმის მიზეზი, რომ ბავშვები ზღვაზე ცივდებიან?

ეს ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, რომელსაც მშობლები ხშირად სვამენ ხოლმე. ბავშვების გაციების მიზეზი შესაძლოა, ტემპერატურის სწრაფი ცვლილება იყოს.

„როდესაც ბავშვი არის ცხელ ქვიშაში, მისი სხეულის ტემპერატურა უფრო მეტია. ამ დროს თუ ბავშვი სწრაფად შეგვყავს წყალში, ამან შეიძლება ორგანიზმის ფიზიოლოგიური ფუნქციების გაუარესება გამოიწვიოს. ამიტომ წყალში შესვლა უნდა მოხდეს თანდათანობით. სწორედ ამ თერმული რეჟიმის დარღვევას უკავშირდება ხოლმე გაციების სიმპტომები, რაც ბავშვებს ეწყებათ ზღვაზე ყოფნის დროს“,- ამბობს ანა მაღრაძე.

ამასთან, პედიატრი განმარტავს, რომ დასვენების შემდეგ ბავშვს ასევე 7-10 დღეს სჭირდება, რათა სახლში ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×