დახურვა
სტილი
02.07.2021

ზაფხულში განსაკუთრებით ბევრ ადამიანს სურს, გარეთ გავიდეს, სხვადასხვა ადგილზე დაისვენოს და დრო აქტიურად გაატაროს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოხსნილი რეგულაციების მიუხედავად, კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკი არსებობს. გთავაზობთ ყველაზე "საშიშ" ადგილებს, სადაც ვირუსის გავრცელების შანსი ყველაზე მაღალია. სამწუხაროდ, კორონავირუსს შვებულება არ აქვს, ამიტომაც როდესაც კურორტზე გადაწყვეტთ წასვლას, აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ რეგულაციების დაცვა კვლავ მნიშვნელოვანია. ვირუსოლოგები საშიშ სივრცედ აუზებს ასახელებენ. ეს ლოგიკურიცაა, რადგან იქ უამრავი ადამიანი იყრის თავს.

"როგორც მინიმუმ, რიგია შესასვლელში, კაფეებში. გასახდელსა და საშხაპეებში უამრავი ადამიანია და იქ

პირბადეს არავინ ატარებს. ამიტომაც, ასეთ დროს ინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია."- აღნიშნავენ ექიმები.

სპეციალისტები კორონავირუსის გავრცელების კიდევ ერთ საშიშ ადგილს ასახელებენ. ეს აკვაპარკებია. მიუხედავად იმისა, რომ წყალი მუდმივად იცვლება, იქლორება, ეს ვირუსის გავრცელებას ხელს არ შეუშლის.

"ვირუსი წყლის საშუალებით არ გადადის ადამიანიდან ადამიანზე, მაგრამ დახურულ სივრცეში უამრავი ადამიანის თავშეყრა დიდ რისკს ქმნის."- ამბობენ ექიმები.

პარკებში ატრაქციონებიც კი შეიძლება გახდეს ინფიცირების წყარო. რიგში დგომისას ძალიან რთულია სოციალური დისტანციის დაცვა.

"ვიდრე ბილეთის ასაღებად მიხვალთ, პირბადე ატარეთ და ეცადეთ, დაიცვათ დისტანცია. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ სხვა ამ რეკომენდაციას არ ითვალისწინებდეს. გარდა ამისა, თუ ატრაქციონი ყოველი გამოყენებისას არ იწმინდება, ინფიცირების რისკი, რა თქმა უნდა, მაღალია, რადგან არ იცით, თქვენამდე

ვინ იჯდა და ინფიცირებული იყო თუ არა. ბავშვების შემთხვევაში, პირბადის ზუსტად, სწორი წესით გაჩერება ძალიან რთულია და არც მომლოდინე მშობლები სცემენ სოციალურ დისტანციას პატივს."- განმარტავენ იმუნოლოგები.

ვირუსოლოგები ასევე გვირჩევენ, რომ აუზების ნაცვლად, პლაჟები გამოვიყენოთ, რადგან ღია სივრცეში უფრო მარტივია სოციალური დისტანციის შენარჩუნება. სასურველია, დილით ადრე გახვიდეთ, ვიდრე უამრავი ადამიანი ერთად შეიყრის თავს.

"ყველას გირჩევთ, პირსახოცები და პლედი სახლიდან წაიღოთ და ქვიშაზე მოათავსოთ. მზის სხივების ზემოქმედების შედეგად, ვირუსი ზედაპირზე დიდხანს ვერ ძლებს. თუ შეზლონგს გამოიყენებთ, თავადაც ჩაუტარეთ დეზინფექცია."- გვირჩევენ ექიმები.

გარდა ამისა, ექსპერტები რეკომენდციას აძლევენ მათაც, ვინც ზაფხულზე შვებულების მოწყობას არ აპირებენ. ისინი მოსახლეობას ურჩევენ, რომ ბევრი ისეირნონ ველოსიპედით ან სკუტერით. თუ ხალხმრავალი ადგილი იქნება, დაიცვან სოციალური დისტანცია და ატარონ პირბადე.

"ადამიანები როდესაც ველოსიპედს ან სკუტერს მართავენ, ავტომატურად ინარჩუნებენ სოციალურ დისტანციას. ხოლო, თუ მანქანის ქირაობას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაწმინდეთ სახელურები, საჭე, გამოიყენეთ სადეზინფექციო საშუალებები და ვირუსის გადადების რისკს მინიმუმამდე შეამცირებთ."- ამბობენ ვირუსოლოგები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×